ჩვენ შესახებ

ძაღლისა და კატის საკვები

თუ ოთხფეხა არსებები თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუ მათ ჯანსაღ განვითარებაზე ზრუნვა თქვენი პრიორიტეტია, თუ ხარისხი თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ „ტაოფუდი“ დაგეხმარებათ ყველა სურვილის ასრულებაში. გაანებივრეთ ცუგები და ფისოები ქართული, ნატურალური, სიყვარულით დამზადებული პროდუქტით.

თევზის საკვები

ჩვენი თევზის საკვები მზადდება აკვა ინდუსტრიაში, მოწინავე ქვეყნების მიერ აღიარებული ტექნოლოგიით. ჩვენი საკვების შედეგად თევზის სწრაფად და ჯანსაღად იზრდება და გემური თვისებების გაუმჯობესება.

ღორის საკვები

ჩვენი გოჭისა და ღორის საკვები კახელი ფერმერებისთვის შეუცვლელ დამხმარედ იქცა. ჩვენ გთავაზობთ ნატურალურ პროდუქტს, რომელიც არის დამუშავებული ახალი ტექნოლოგიით. საკვებს აქვს გავლილი არაერთი კვლევა, არის დატესტილი და მორგებული ქართულ შინაურ ცხოველებზე. ჩვენი საკვების შედეგად გოჭი ჯანსაღად იზრდება და ზრდის პერიოდი არის საგრძნობლად შემცირებული.

საქონლის საკვები

გთავაზობთ მეწველი და მეხორცული საქონლის ბიოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ საკვებს. ჩვენი საკვების მეშვეობით მეწველი საქონელი 50%-ით მეტ რძეს იძლევა, მეხორცული კი საგრძნობლად იმატებს წონას.

ბაჭიისა და ბოცვრის საკვები

გთავაზობთ საქართველოში დამზადებულ ბაჭიისა და ბოცვერის მშრალ საკვებს. გამდიდრებულია საჭირო მინერალებითა და ვიტამინებით. ჩვენი საკვების შედეგად ბაჭიასა თუ ბოცვერს 20%-ით ნაკლები საკვები სჭირდება სხვა საკვებთან შედარებით.

ქათმის საკვები

გთავაზობთ საქართველოში დამზადებულ სოფლის მეხორცული და მეკვერცხული ქათმებისთმის მშრალ საკვებს. ჩვენი საკვების შედეგად სოფლის დედალი ყოველი დღე დებს კვერცხს. მეხორცული ქათმები კი ბევრად უფრო სწრაფად იზრდებიან, რადგან საკვების ათვისების კოეფიციენტი ძალიან მაღალია.