ჩვენ შესახებ

ტაოფუდი საქართველოში პირველი ექსტრუდირებულ-კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა

კომპანია „ტაოფუდი“ დაფუძნდა 2020 წლის ივნისში. ჩვენი კომპანია წარმოგიდგენთ ექსტრუდირებული საკების მწარმოებელ ქარხანას, რომელიც მიმართულია შექნას ქართული პროდუქტი მსოფლიო სტანდარტების მიხედვით. ათი თვის წინ ტაოფუდმა პირველმა საქართველოში დანერგა მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების წარმოების ტექნოლოგია.

პროდუქტის უპირატესობა მდგომარეობს:

  1. უსაფრთხოებაში, რადგან მაღალი ტემპერატურის დამუშავების შედეგად ის არ შეიცავს მავნე ბაქტერიებს.
  2. მაღალ ათვისებუნარიანობაში, რომელიც მიიღება ტემპერატურის, ორთქლისა და წნევის შედეგად მასში შემავალი კომპონენტების საუკეთესო გადამუშავებით.
  3. არ შეიცავს კონსერვანტებს, სხვა ქიმიურ დანამატებს და მიკრო და მაკრო ელემენტების ჭარბ რაოდენობას (პრემიქსს).

ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა ტიპის საკვებს, როგორც თევზებისთვის, ასევე ცხოველებისთვის. დღესდღეობით ჩვენი კომპანია სთავაზობს ოც სახეობაზე მეტ ბიო პროდუქტს. მათ შორის, პირველად საქართველოში შეიქმნა და ხელმისაწვდომია  ქართული წარმოების თევზის, ძაღლისა და კატის საკვები.

ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ლაბორატორიებთან, რათა უფრო მეტად დავხვეწოთ ჩვენი პროდუქტი. ასევე, ვთანამშრომლობთ ფრანგულ და შვეიცარიულ კომპანიებთან, რათა დავნერგოთ სწორედ ისეთი ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც სხვადასხვა განვითარებული ქვეყნები ყოველწლიურად გვთავაზობენ. ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოში აღნიშნული დარგის განვითარება და მაღალხარისხიანი საკვების მიწოდება მომხმარებლებისათვის.

ჩვენი მისია და ღირებულებები:

  • ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია
  • ქართული პროდუქტის წარმოება მსოფლიო სტანდარტების მიხედვით
  • პროდუქტის ხარისხის შენარჩუნება
  • ქართული თევზის მეურნეობის ხელშეწყობა

შექმენი წარმატებული მეურნეობა ჩვენთან ერთად!